Monday, June 28, 2010

თოჯინების თეატრი


1. პროექტის სახელი: თოჯინების თეატრი.
2. პროექტის მიზანი: მოსწავლეებს განვუვითარო თვითშემოქმედების უნარი.ჩამოვუყალიბო დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. განუვითარდეთ მხატვრული გემოვნება. კულრურული უნარ–ჩვევები. განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება. მიეცეთ შესაძლებლობა, ფანტაზიის უნარის გამოყენებით საკუთარი სამყაროს შექმნისა. დახმარებით გავაკეთებთ თეჯირს, შევკერავთ ფარდას, შრომის და ხატვის გაკვეთილზე

3. პროექტის სრული აღწერა: I ეტაპი – მზადება თეატრისათვის: მშობლების შევქმნით სასცენო დეკორაციებს. მოსწავლეებთან ერთად შევარჩევ ზღაპარს გასცენიურებისათვის. მუსიკის მასწავლებლის დახმარებით შევუსაბამებთ მუსიკას. მოსწავლეებს გავუნაწილებ როლებს. დავამზადებთ მოსაწვევები . მოსამზადებლად დავუთმობთ განსაზღვრულ დროს–ათი დღე. II ეტაპი –თეატრი და მაყურებელი: თოჯინების თეატრზე დასასწრებად მოვიწვევთ პირველ კლასელებს. აწკარუნდება ზარი და ზღაპარი დაიწყება. მაყურებლის თვალწინ გადაიშლება ზღაპრული სანახაობა : აზვირთული მთები, ღრუბლები და რაც მთავარია თოჯინები.
4. მონაწილეთა ასაკი: III კლასი
5. პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა/ერთი სასწავლო წელი.
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ სოციალირი უნარჩვევები, შეძლებენ მოვლენის სხვა თვალით დანახვას, იქნებიან უფრო კომუნიკაბელურები. მათი სასწავლო პროცესი წარიმართება ხალისიანად და აქტიურად. თეატრი გაუმრავალფეროვნებს მოსწავლეებს სასწავლო გარემოს. ყველა მოსწავლეს გაუჩნდება სურვილი აღნიშნულ პროცესში ჩართვისა.
7. სარგებელი სხვებისთვის: სხვა კლასის მოსწავლეებს გაუჩნდებათ ენთუზიაზმი. ეზიარებიან ხელოვნების სამყაროს.ჩემი სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებზე გამოიყენებენ გამზადებულ სასცენო დეკორაციებს.
8. სამუშაო ენა: ქართული ენა.
9. მონაწილეები სხვა სკოლიდან: მეზობელი სოფლიდან მოვიწვევთ თანატოლებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგნობრივი ჯგუფი: ქართული ენა. მუსიკა. შრომა. ხატვა. ე.ს.გ.სტანდარტით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები: ხIV.კ.ი.2. ხ.IVკ.ი.4 ხIVპ.ი.5
11. ფასილიტატორი: ინგა სებისკვერაძე.
12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ingaseb@gmail. com